ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ კონსულტანტ-მასწავლებლების ინიციატივით გამართულ საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს მზის ქვეშ” დასკვნითი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული კუთხეები და მათთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები წარადგინეს.
პროგრამას „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორცილებას. პროგრამა გულისხმობს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.