„შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“-ბათუმის N15 საჯარო სკოლამ შემეცნებით-კვლევით პროექტში მონაწილეობა მიიღო
11-07-2018
შსს აკადემიის, სამინისტროს არქივის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ შემეცნებით-კვლევით პროექტში „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“-საქართველოს ხუთი რეგიონი მონაწილეობდა.

აჭარიდან გუნდი ბათუმის N15 საჯარო სკოლამ, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტ ზვიად ჩხენკელთან ერთად წარადგინა.

გუნდს ისტორიის პედაგოგი ნატალია აფაქიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო მენტორი შსს არქივის წარმომადგენელი მერი ბარბაქაძე გახლდათ.

ბათუმის N15 საჯარო სკოლამ შსს-ს არქივის მასალებზე დაყრდნობით კვლევა-„აჭარა ოკუპაციის წინააღმდეგ 20-იან წლებში“ მოამზადა. 

აღნიშნულის პრეზენტაცია გუნდის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის დასკვნით ეტაპზე  წარმატებით წარუდგინეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203