საყულიის საჯარო სკოლა კონკურს „მემორიალის“ ფარგლებში დაჯილდოვდა
11-07-2018
საყულიის საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურს „მემორიალში“ მონაწილეობა მიიღო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

წარდგენილი 700 თემიდან მხოლოდ 10 დაჯილდოვდა და მათ შორის საყულიის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლიკა გოგონაძე და X კლასის მოსწავლე ლილე დეკანოძე მოხვდნენ. 

მათ კონკურსზე თემა „გადასახლებული სილამაზე“ წარადგინეს. 

ხელმძღვანელი ამავე სკოლის პედაგოგი ამირან ტორაძე გახლდათ. 

დაჯილდოვების შემდეგ მოსწავლეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიწვიეს, სადაც მათთან ერთად წიგნებით სოფლის ბიბლიოთეკაც დასაჩუქრდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203