გოჩაჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწას იუბილე „მიულოცეს“
11-07-2018
გოჩაჯიხაიშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის II-III-IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების, ნარგიზა უგულავასა და მედეა ხეცურიანის ხელმძღვანელობით, პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“ წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა დამსწრეთ დედამიწის დაცვისა და პატრონობის აუცილებლობაზე უამბეს.
მოსწავლეებმა მარი კუჭავამ, ნინო მაკარიძემ, სალომე ფანცულაიამ, აკაკი და ნიკო ცაგარეიშვილებმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ, ანა და გიორგი ჯანხოთელებმა და ლიკა რესულიძემ დედამიწას იუბილე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით „მიულოცეს“.