საბეჭისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ნანული ხოზრევანიძემ სოციალური პროექტი - „ყოფა-ცხოვრება სოფლად და ქალაქად“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ზოოპარკი და ქალაქის ქუჩები დაათვალიერეს, მაღალსართულიანი სახლები და გასართობი ცენტრი ნახეს.
„მოსწავლეებმა ნანახი და განცდილი სოფლის ყოფა-ცხოვრებას შეადარეს და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები სრულად