ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის „მართას“ მიხედვით კომპოზიცია დადგეს
11-07-2018
ერტისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის „მართას“ მიხედვით კომპოზიცია დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიება იყო. მათმა ორგანიზებულობამ და ჩაცმულობამ ყველა აღაფრთოვანა და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები