პროექტი ”ლ.ტოლსტოი და მისი შემოქმედება” - ასპინძის საჯარო სკოლაში.
”ვეცნობით იმ კლასიკოსების შემოქმედებას, რომლებიც არ ისწავლებიან სკოლაში”- ამ პროექტის ფარგლებში ასპინძის სკოლის რუსული ენის კათედრამ (ხელმძღვანელი ნინა სახვაძე-ლოლაძე) გამართა XIIბ კლასის მოსწავლეებთან ერთად ლ. ტოლსტოის შემოქმედებითი საღამო.
საღამოზე, კლასში შექმნილმა ჯგუფებმა წარმოადგინეს მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება.
განიხილეს მწერლის ცნობილი ნაწარმოებები: ჰაჯი მურადი, ანა კარენინა, ომი და მშვიდობა, აღდგომა და სხვა.
მწერლის შემოქმედების უკეთ გასაცნობად გამოყენებული იყო ფრაგმენტები ფილმებიდან.
წარმოდგენილი იყო ფოტო მასალების და გამოცემული წიგნების გამოფენა.
მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნეს ასეთი სახის პროექტების აუცილებლობა სასკოლო ცხოვრებაში.