''მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ'' - ახალაბასთუმნის მოსწავლეების შთამბეჭდავი ღონისძიება
13-12-2016

ახალაბასთუმნის სკოლაში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით ''მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ'' ჩატარდა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ცირა გულუა.

მოსწავლეებმა მხატვრულ-თეატრალური კომპოზიციით წარმოადგინეს პოეტების მეფის-გალაკტიონ ტაბიძის, ბიოგრაფია. 



როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, ნორჩმა დეკლამატორებმა წაიკითხეს დიდი გალაკტიონის უკვდავი ლექსები, ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203