მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს
12-07-2018
სენაკის, მენჯის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. 

კონცერტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მეექვსე კლასის ყოფილი მოსწავლის მარიამ მაშავას სიმბოლურ დახმარებასა და მხარდაჭერას.

კონცერტში აქტიურად მონაწილეობდნენ მარიამის თანაკლასელები, რომელებსაც სხვა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული და ევროპული ცეკვები შეასრულეს და იმღერეს. 

„კონცერტი ფასიანი იყო, მოსწავლეებმა შემოწირულობა ექსკურსიისთვის განკუთვნილი თანხიდანაც გაიღეს, თანადგომასა და მხარდაჭერას ყველა ცდილობდა. სკოლის ყველა მოსწავლე ამ დღეს ერთი სურვილით იყო გულანთებული. ღონისძიებაში 37 მოსწავლე მონაწილეობდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203