საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში ითამაშეს
12-07-2018
წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ინტელექტუალური თამაშის ფინალში ხუთი მოსწავლე ასპარეზობდა. გაიმარჯვა თეონა მიქელაძემ, რომელსაც სპეციალური პრიზი - ბურთი გადაეცა. სხვა მოსწავლეები კი მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას პედაგოგი რევაზ აბუსელიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშის დროს საინტერესო კითხვები დაისვა, რომლებსაც მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. იხილეთ ფოტოები