ახოს N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პირველ მასწავლებელს სიურპრიზი მოუწყვეს
12-07-2018
ახოს №1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პირველ მასწავლებელს მანანა ბოლქვაძეს სიურპრიზი მოუწყვეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელებმა, რუსული ენის მასწავლებელის ნინო კონცელიძის და მშობლების დახმარებით საყვარელ პედაგოგს გამოსამშვიდობებლი ღონისძიება გაუმართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და პედაგოგს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ბოლოს კი საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. იხილეთ ფოტოები