„თამბაქო მავნებელია“ - პროექტი კარწახის საჯარო სკოლაში
12-07-2018
კარწახის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა, სკოლის დირექტორმა ერვანდ ვარდერესიანმა პროექტი „თამბაქო მავნებელია“ განახორციელა. 

პროექტის იდეა გახლდათ მოსწავლეების მიერ იმის გაცნობიერება, თუ თამბაქოს ადამიანისთვის რა მავნე ზემოქმედება მოაქვს. სამიზნე ჯგუფი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები გახლდათ. მათ და მათმა ხელმძღვანელმა მთელი რიგი აქტივობები განახორციელეს, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესო აქცია „ ეს უკეთესია“ იყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეები მწეველ ადამიანებს  სიგარეტის ნაცვლად კანფეტს სთავაზობდნენ.

მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი ერვანდ ვარდერესიანი ფიქრობენ, რომ ამ პროექტის შემდეგ ერთი ადამიანი მაინც თუ გადააგდებს სიგარეტს, მიზანიც მიღწეულად ჩაითვლება.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203