როკითის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ცნობილი მწერლების ციტატები წაიკითხეს, მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს და ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დასასრულისკენ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ღონისძიება ერთად შეაჯამეს.
იხილეთ ფოტოები