ბათუმის N22 საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე ფუნქციონირებს
12-07-2018
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე ფუნქციონირებს, რომელსაც „ხელოვნება და ფანტაზია“ ეწოდება.
წრის ფუნქციონირება მოსწავლეების ხატვის, ძერწვის და შრომით უნარ-ჩვევევების განვითარებას ხელს უწყობს. ასევე, საშუალებას აძლევს გაიმდიდრონ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
ყოველი მიმდინარე გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები სხვადასხვა თემის ნამუშევრების შექმნაში და საკუთარი და სხვისი ნამუშევრების განხილვაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ; წრის საშუალებით ერთმანეთის აზრის პატივისცემას და საკუთარი მოსაზრებების მყარი არგუმენტებით დასაბუთებას, სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემას, თვალსაჩინოებებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას და კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემას სწავლობენ.