შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში რამდენიმე აქტივობა ჩატარდა
12-07-2018
შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული ჩატარდა, რის ფარგლებშიც კალიგრაფიის კონკურსი და ნახატების გამოფენა მოეწყო, ხოლო დასკვნითი ღონისძიება შაუმიანის სათემო განათლების ცენტრში ქართული და სომხური სკოლების მონაწილეობით გაიმართა.
მოსწავლეებმა დედაენაზე საცეკვაო ნომრები, სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს.
ღონისძიებას მარნეულის მერიიდან მოწვეული სტუმრები და „არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის“ მენეჯერი თამარ კეჯელიძე ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში მარნეულის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ექსკურსია წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმში მოეწყო.