მარტვილის N1 საჯარო სკოლის შემოქმედებითმა კოლექტივმა ლიტერატურული საღამო გამართა
12-07-2018
მარტვილის N1 საჯარო სკოლის ლიტერატურულ სალონ „ფაზისის“ შემოქმედებითმა კოლექტივმა ლიტერატურული საღამო გამართა, რომლის თემა - „ჭაბუკები დარჩნენ მარად“ გახლდათ. 

ლიტერატურული საღამო ახალგაზრდა გარდაცვლილი პოეტების ხსოვნას მიეძღვნა.

მონაწილეებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ქალაქ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების ხელმძღვანელები რუსუდან ჭედიშვილი, ლელა გეგია და გურმა გალდავა გახლდათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203