საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლეწურწუმესა და შურუბუმუს კარსტული მღვიმეები დაათვალიერეს
12-07-2018
საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლის დირექტორის კახაბერ ფიფიას მხარდაჭერით, პროექტის - „უკეთ გავიცნოთ მშობლიური მხარე“ ფარგლებში ჩხოროწყუს ესტუმრნენ. ექსკურსიას ისტორიის მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა უძველესი არქეოლოგიური ნიმუშებით მდიდარი ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ლეწურწუმესა და შურუბუმუს კარსტული მღვიმეები დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.