''სიმღერებად ქცეული ლექსები'' - აკურის სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
13-12-2016
აკურის სკოლის მეშვიდე კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი ''სიმღერებად ქცეული ლექსები''. 
   
მრავალფეროვანია საქართველო თავისი მთითა და ბარით, განუმეორებელი კუთხეებით, დამახასიათებელი ტრადიციებითა და ხელოვნებით - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

მასწავლებელმა ელზა დურიშვილმა დასძინა, რომ საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ის ძვირფასი მარგალიტები, რომლებიც ქართველმა ხალხმა სიმღერებად აქცია და თაობიდან თაობას დიდი რუდუნებით გადაეცემა:

''საქართველოს სიყვარულში არასოდეს დავიღლებიო'' - უთქვამს პოეტს და ნამდვილად სამართლიანადაც. არც ჩვენ დავიღლებით საქართველოს სიყვარულში, დიდებული წარსულის მქონეს, ლამაზი აწმყოს მატერებელს, კიდევ უფრო სასახელო მომავალი ეზრდება.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203