''კინო სკოლაში'' - ასპინძის სკოლაში მსოფლიო კინო კლასიკის ჩვენებები იმართება
14-12-2016

განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტი, ,,კინო სკოლაში“ ითვალისწინებს სკოლებში 7-დან 10 კლასის მოსწავლეებისათვის მსოფლიო კინო კლასიკების ჩვენებას, ფილმების ისტორიის გაგებას და მსჯელობას. 

პროექტი რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს, რეგიონებში კი მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. 

პროექტს ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

სკოლაში მომუშავე კინო სპეციალისტებს ხელს უწყობს სხვადასხვა აქტივობებით, ღონისძიებებით თუ ინტელეტუალური შეჯიბრებებით, რათა პროექტში მონაწილე მოსწავლეები უკეთესად იყვნენ ჩართულები.

პროექტი წარმატებით ხორციელდება აპინძის სკოლაში და ყოველთვის აქტიურად იღებს მონაწილეობას მსგავსი ტიპის სხვადასხვა აქტივობებში.

კინომოყვარულებს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ, სადაც განიხილეს”რა? სად? როდის?” გუნდის მიერ ორგანიზებული ამავე სახელწოდების თამაში. 

მოსწავლეებმა ასევე, დასახეს სამომავლო გეგმები და ”კინო სკოლაში” ხელმძღვანელის ლელა ტატურაშვილის დახმარებით შეადგინეს ახალი სამუშაო გრაფიკი, რათა უფრო ეფექტური გახდეს მათი ყველა შეხვედრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203