ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გამართულ სწრაფი კითხვის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
1-ელი ადგილი ზაალ ტაბეშაძეს ერგო, მე-2 ადგილზე ნინი მშვილდაძე გავიდა, მე-3 ადგილი კი მარიამ გუნცაძემ დაიკავა.
კონკურსში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის (ბაღდათის N1, ბაღდათის N2 და ფერსათის N2 საჯარო სკოლები) დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები