ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
13-07-2018

თერჯოლის ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ძალისხმევით სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეებმა ანანურის ისტორიული კომპლექსი, გერგეტის სამების ტაძარი და ვაჟა-ფშაველას სოფელ ჩარგალში სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 

„მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა აღნიშნული ისტორიული ძეგლების შესახებ მონათხრობმა. მათ კიდევ  ერთხელ  გაიაზრეს ვაჟას პოეზიის სიდიადისა და მისი ზოგასაკაცობრიო მნიშვნელობის შესახებ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203