საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეების კონკურსში წარმატებებს მიაღწიეს
13-07-2018
საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მემორიალი“ მონაწილეობდნენ.
წარდგენილი 700 თემიდან მხოლოდ 10 დაჯილდოვდა, რომელთა შორის საყულიის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის ლიკა გოგონაძისა და მეათე კლასის მოსწავლის ლილე დიაკონიძის თემებიც მოხვდა.
მოსწავლეებმა კონკურსზე თემა „გადასახლებული სილამაზე“ წარმოადგინეს.
მათ პედაგოგი ამირან ტორაძე ხელმძღვანელობდა.
დაჯილდოვების შემდეგ მოსწავლეები მიწვიეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მოსწავლეებთან ერთად წიგნებით დასაჩუქრდა სოფლის ბიბლიოთეკაც.
სასწავლო წლის ბოლოს მეათე კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მათ საირმე, ზეკარის უღელტეხილი და აბასთუმნის ობსერვატორია დაათვალიერეს.