დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში მასშტაბური ინტელექტუალური პროექტი განხორციელდა
13-07-2018
დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში უკვე მეექვსედ მასშტაბური ინტელექტალური პროექტი „ინტელექტის დღე-2018“ განხორციელდა. მოსწავლეებმა თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობა მიიღეს.
პროექტის პირველ ეტაპზე სინქრონული თამაშები 74 სათამაშო მოედანზე ჩატარდა ( 59 მუნიციპალური ცენტრი, 4 თვითმმართელი ქალაქი, 10 სათამაშო მოედანი თბილისში და ტურნირი არასრულწლოვანთა პენიტენციალურ დაწესებულებაში). წამყვანებად ცნობილი ტელემოაზროვნეები და საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ აქტივისტები იყვნენ.
სულ პროექტში მონაწილეობა 1500-მდე სკოლამ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ „ინტელექტის დღეს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით „რა? სად? როდის?“ ერთდროულად 10 000-ზე მეტმა მოსწავლემ ითამაშა. თიანეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტში პირველ ეტაპზე მონაწილეობა ათი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.
ინტელექტუალური დაპირისპირება ზარიძეების საჯარო სკოლაში გაიმართა. კონკურენტულ ბრძოლაში ღირსეული პირველი ადგილი მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლამ, მეორე და მესამე ადგილები ზარიძეების საჯარო სკოლის და ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდებმა გაინაწილეს.
გამარჯვებულები თიანეთის რესურცენტრის უფროსმა ირაკლი ზვიადაურმა სიგელებით დააჯილდოვა.
მეორე ეტაპზე-ფინალურ ტურნირზე (რომელიც 6 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და მონაწილეობას ყველა მუნიციპალური ჩემპიონი მიიღებს) თიანეთის მუნიციპალიტეტის ღირსებას მირზა თიანეთის მუნიციპალიტეტის ღირსებას მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლის გუნდი დაიცავს.