„ძლიერი გოგონები უკეთესი მომავლისათვის“ - მცხეთის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში მონაწილეობა მიიღეს
13-07-2018
მცხეთის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონები, მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებთან ერთად, პროექტში - „ძლიერი გოგონები უკეთესი მომავლისათვის“ მონაწილეობდნენ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სურამის ახალგაზრდულ სახლში გაიმართა.
ტრენინგზე გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, მისი მიზეზები, შედეგები და პრევენციის საშუალებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ქალთა ჯანმრთელობის საკითხები, სტიგმა, ბულინგი და სიძულვილის ენა განიხილეს.
მონაწილეებმა პროექტის მართვის ძირითადი საკითხები შეისწავლეს და სკოლაში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
სამდღიანი ტრენინგი წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეები კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებს.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის".