რიონის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში პროექტი „წარმატების საზომი“ განხორციელდა.
კურსის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ წარმატებული ადამიანების მიერ განვლილი ცხოვრება და გაეანალიზებინათ, თუ რა განაპირობებს წარმატებას.
პროექტი მე–7, მე–8, მე–9 კლასებში ჩატარდა და მას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა ლანჩავა უძღვებოდა.
პროექტის პირველი სამი გაკვეთილი მიეძღვნა უდიდეს ქართველ მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს. მოსწავლეები გაეცნენ ილიას ცხოვრებიდან მოვლენებს, რომლებმაც განაპირობა მისი სახელის უკვდავყოფა.
იხილეთ ფოტოები