დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებმა პროექტ „პატარა არქეოლოგებში“ მონაწილეობა მიიღეს.
აღნიშნული ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა.
პედაგოგი მაკა ბუაჩიძე გახლავთ.
მუზეუმის ეზოში მოსწავლეთათვის საძიებო ექსპონატები მიწაში ჩაფლული იყო.
პატარებმა ნივთები ნიჩბების საშუალებით მოიძიეს, შემდეგ კი სპეციალური ჯაგრისებით გაასუფთავეს და შეძლებისდაგვარად რესტავრაცია ჩაუტარეს.
მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები