კიროვაკანის საჯარო სკოლაში არაფორმალურ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა
13-07-2018
კიროვაკანის არაქართულენოვან სკოლაში მთელი წლის განმავლობაში გარდა გაკვეთილებისა, „ქართული ენის კლუბის“ ფარგლებში მიმდინარეობდა სწავლება არაფორმალური მიმართულებითაც. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები ქართულ ენაზე მსჯელობდნენ, მართავდნენ დისკუსიებს, ეცნობოდნენ პრობლემურ საკითხებს, საკუთარ ხედვებს უზიარებდნენ ერთმანეთს და აფორმებდენ დოკუმენტალურად.
„მათ მოსწონთ თავისუფალი, არასაგაკვეთილო პროცესები. არიან უფრო გახსნილები, მეგობრულები და საინტერესოები“ - აღნიშნა ქართული ენის მასწავლებელი მაია ვახტანგიშვილმა.