კერძო სკოლა „მეგასკოლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა ლორიამ საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა
13-07-2018
ბათუმის კერძო სკოლა „მეგასკოლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხარისხის მართვის მენეჯერმა, ანა ლორიამ ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგი ჩაატარა. 

ტრენინგის მიზანი იყო პრაქტიკოსი პედაგოგების მომზადება სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.

ანა ლორია ბათუმის მასწავლებლის სახლისა და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-Prid) ტრენერია. 

იგი ხშირად ატარებს ტრენინგებს თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციურ სტრატეგიებზე. 

„მეგასკოლაში“ ხშირად ტარდება მსგავსი ტიპის ტრენინგები და ვორქშოპები და პედაგოგები მუდმივად ეცნობიან განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203