მშობლიურ სკოლას ერთ-ერთი გამორჩეული კლასი (მე-80 გამოშვება) გამოემშვიდობა. მათი ჟრიამული და ხალისი გადამდები იყო. უმცროსები „ბოლო ზარზე“ ოცნებობდნენ, უფროსები კი წარსულს იხსენებდნენ.
ლამაზად მორთულ სცენაზე მე-12 კლასელები წარსდგნენ. მათ ის დღე გაიხსენეს, როდესაც პირველად ცოდნის ტაძარში შეაბიჯეს.
სკოლის დირექტორმა, მამუკა მექვაბიძემ და კლასის დამრიგებელმა, არჩილ გიორგაძემ კურსდამთავრებულებს „ბოლო ზარი“ მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბო და სიყვარული სკოლის დირექტორის მოადგილის (ყოფილი დამრიგებლის), თეა ლაშხის მიმართ გამოავლინეს. გაიხსენეს, თუ როგორ ზრუნავდა იმისათვის, რომ წარმატებული კლასის დამრიგებელი ყოფილიყო. მას შეჰპირდნენ, რომ გაწეულ ამაგის ფასს მათი წარმატებებით იგრძნობს.