სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის მუზეუმები დაათვალიერეს
16-07-2018
სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მე-7კლასის მოსწავლეები მუზეუმების საერთაშორისო დღეს ქუთაისის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.

სპორტის მუზეუმში მეშვიდეკლასელებმა საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასვა ჯილდოები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტო და დოკუმენტური მასალა და სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები ნახეს. 

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიში კი სკოლის აღსაზრდელებმა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობები დაათვალიერეს.

გასვლით ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, სპორტის მასწავლებელი ქრისტინე ლომიძე და ხელოვნების მასწავლებელი ლალი ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203