მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ქართული ანბანი და მათემატიკა“ გაიმართა
16-07-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ (ხელმძღვანელი: ნინო წაქაძე) ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქართული ანბანი და მათემატიკა“ ჩაატარა. ღონისძიების დევიზი იყო „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“.
ღონისძიებაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსში მოსწავლეებს ამოცანები უნდა ამოეხსნათ, თითოეული ამოხსნილი ამოცანა კი ქართული ანბანის ასო-ბგერებს შეესაბამებოდა.