ზედა საზანოს საჯარო სკოლაში ღონისძიება „დრო ჩიტივით გაფრინდა“ გაიმართა. ღონისძიებაში მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავიანთ პირველ მასწავლებელს, შორენა გეწაძეს დაემშვიდობნენ.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები
და სკეტჩები.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორმა მამუკა მექვაბიძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა შეყრილაძემ.
„უდიდესი ნაშრომით
წარსდგა ჩვენს წინაშე დღეს მეოთხე კლასი და მათი დამრიგებელი, შრომა არასოდეს
ჩაივლის უკვალოდ, ასეთი ღონისძიებები აუცილებელია მოეწყოს ბავშვების მრავალმხრივი
უნარების გასავითარებლად“- აღნიშნა მან.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და მონაწილეები მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს.
სკოლაში ასევე გაიმართა ანბანის გაცილება, რომელსაც პედაგოგი დარეჯან ჭანკვეტაძე ხელმძღვანელობდა.
პირველი კლასის მოსწავლეები დედა ენას დაემშვიდობნენ და სწავლების ახალ სადეხურზე გადასვლა აღნიშნეს.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ