ობუჯის N1 საჯარო სკოლა ღონისძიებებში აქტიურად ერთვება
16-07-2018

ობუჯის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება. 

მე–9 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ნინო კვიციანმა მოაწყვეს მათ მიერ გადაღებული საინტერესო ვიდეო–რგოლის „არა ბულინგს“ ჩვენება და განხილვა.

მეათე კლასელებმა პედაგოგ მარინე ფიფიას ხელმძღვანელობთ განხორციელეს პროექტი „ბულათიას ნაკვალევზე“ (რეპრესიებს შეწირული თანასოფლელი დანიელ ფიფიას შემოქმედების მიხედვით).

სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა და მეთორმეტეკლასელთა გამოსამშვიდობებელი საღამოები. 

პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ მეოთხე კლასის მოსწავლეებიც. 

სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების: ციალა სამუშიასა და რუზანა კონჯარიას ხელმძღვანელობით მოამზადეს პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა და დაფინანსდა ამერიკული ორგანიზცია ph internetional-ის, აშშ-ის საერთაშორისო სააგენტო USAID-ისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. 

პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203