ლეჟბადინის საზაფხულო სკოლის აქტიური ცხოვრება დასრულდა და მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებისთვის ემზადებიან.
„ვფიქრობ, მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებს ჰქონდათ მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით არაფორმალურ გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც დღეს აუცილებელი და თანმდევი პროცესი უნდა იყოს თანამედროვე ფორმალური განათლებისა“ - აღნიშნა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა და ლეჟბადინის საზაფხულო სკოლის იდეის ავტორმა ფოთოლა ჯაჯანიძემ.
ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა დურსუნ ისმაილოვმა მოსწავლეებს საზაფხულო სკოლაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები