პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „სითბო გულისა“ დადგეს
16-07-2018
პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენის პედაგოგის ლელა განჯელაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მინი სპექტაკლი „სითბო გულისა“.
„პატარა მსახიობებმა შეძლეს ქართულ ენაზე მაყურებლისთვის გადაეცათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სიკეთე, სიყვარული, და რაც მთავარია, თანადგომა და თანაგრძნობა. ბუნებრივია იყო ღელვა და ნერვიულობა სცენისა და მაყურებლის წინაშე წარდგომის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველი ნაბიჯები სცენაზე წარმატებით გადაიდგა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.