ვარევანისა და ალათუმნის საზაფხულო სკოლების საქმიანობის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.
ალათუმნის საჯარო სკოლამ ვარევანის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
პროექტის ორგანიზატორები კონსულტანტ-მასწავლებლები ნინელი გოგოლაძე და დალი ბოლქვაძე შეეცადნენ, რომ ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
„შედგა არაჩვეულებრივად თბილი და საინტერესო შეხვედრა. ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება და დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებაც, ახლა უკვე ვარევანში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა პეტროს ტონოიანმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საზაფხულო სკოლაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.
ვარევანის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ახალციხეში სასწავლო- შემოქმედებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
როგორც ქართული ენის მასწავლებელმა ნინელი გოგოლაძემ აღნიშნა, ბავშვებმა დაათვალიერეს რაბათის ციხე, დრო შესანიშნავად გაატარეს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები