ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ აცხადებს ვაკანსიას სკოლაში არსებული ბიზნეს აკადემიის ტრენერ-მასწავლებლის პოზიციაზე
16-07-2018

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ აცხადებს ვაკანსიას სკოლაში არსებული ბიზნეს აკადემიის ტრენერ-მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ბათუმი

სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა:

I-X კლასის მოსწავლეებისათვის ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსებისა და მარკეტინგის საფუძვლების შესწავლაში დახმარება. პროგრამა და თითოეული ტრენინგ-გაკვეთილის გეგმა წინასწარაა გაწერილი. მაგრამ, ამავდროულად, ტრენერ-მასწავლებელი მოსწავლეების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით მუდმივად შეძლებს აქტივობების დამატებასა და განვრცობას.

ტრენერ-მასწავლებლებმა სისტემატურად უნდა განახორციელონ საკლასო და სოციალური პროექტები, რაც მოსწავლეებს დაეხმარება პროგრამის უკეთ გააზრებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში. 

საგნის სწავლებისათვის აუცილებელი არაა ეკონომიკის აკადემიური ხარისხის ფლობა. თეორიული მასალა დეტალურადაა ახნილი ტრენერ-მასწავლებლებისათვის წინასწარ მომზადებულ სახელმძღვანელოებში.

თითოეული ტრენერ-მასწავლებელი იმუშავებს მისთვის უფრო სასურველ ასაკობრივ ჯგუფთან. მაგრამ პროგრამის მიმდინარეობაში სრულად იქნება ჩართული, გუნდის სამუშაო შეხვედრებზე დასწრებითა და პროგრამის უკეთესად ფუნქციონირებისათვის რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B1 დონეზე;

ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;

უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით;

ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;

ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

ბავშვების სიყვარული;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დეტალებზე ორიენტირებულობა;

საკითხის მარტივად და ყველასათვის გასაგებად გადმოცემის უნარი;

პრობლემის მარტივად გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და დროის მენეჯმენტის უნარები;

ფორსმაჟორული სიტუაციების მართვის უნარი;

განვითარების სურვილი და ამისათვის მუდმივი მზაობა.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ქუთაისში - 3 ძირითადი, 2 სარეზერვო. ბათუმში - 2 ძირითადი, 1 სარეზერვო.

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ, თქვენი რეზიუმე (CV), ფოტო სურათთან ერთად, და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  gaschoolprogressinfo@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ „ვაკანსია - ბიზნეს აკადემია“ | (ქალაქი). განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 ივლისი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203