კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე თბილისში იმყოფებოდნენ
16-07-2018
კვახჭირის საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეთა ნაკრები იმყოფებოდა სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე თბილისში (ლოკაცია: წიგნის მუზეუმი, მთაწმინდის პანთეონი, თბილისის ბოტანიკური ბაღი). 

წიგნის მუზეუმში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ბეჭდური წიგნის ისტორიას, ეხილათ იშვიათი ეგზემპლარები, რომლებიც გამორჩეული იყო რამდენიმე ნიშნით- სიძველე,იშვიათობა, პოლიგრაფიული ხარისხის, მკუთვნელის ვინაობა და ა.შ. 

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რუსთაველის დარბაზი, სადაც ნახეს 49 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, ქართველიშვილისეული გამოცემის ანალოგი. ამასთანავე საინტერესო იყო ილია ჭავჭავაძის კაბინეტის დათვალიერება. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მინიატურული და მიკროწიგნების დათვალიერება და მათი შექმნის ტექნიკისა და ისტორიისა გაცნობა. 

გარდა წიგნის მუზეუმისა, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ეროვნული ბიბლიოთეკის რამდენიმე დარბაზი, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, 9 აპრილის გმირების გალერეა, ქართული კინოს განვითარების ეტაპების შესაბამისი გამოფენა.

მთაწმინდის პანთეონში მოსწავლეებმა მოინახულეს მამადავითის სახელობის ეკლესია, დაათვალიერეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავები (მათ შორის, 1937 წელს რეპრესირებულთა კედელი), ნახეს 1-ლი საფლავი მთაწმინდაზე. 

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმან, თუ როგორ იყო წარმოდგენილი ამა თუ იმ მოღვაწის საფლავზე მათი მოღვაწეობის ამსახველი სკულპტურული ნიმუშები. 

ბოტანიკური ბაღის დათვალიერებისას კი მოსწავლეები გაეცნენ ფლორის საინტერესო ნიმუშებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203