ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლამ წინასწარ შეიმუშავა კვირეულის გეგმა, რომელიც ნორჩი კალიგრაფის, მხატვრული კითხვის, საუკეთესო თხზულების, ნორჩი დეკლამატორისა და საუკეთესო მხატვარ მოსწავლეთა გამოვლენას ითვალისწინებდა.
14-20 აპრილს, ყველაფერი გეგმის მიხედვითა და ლამაზი სანახაობით წარიმართა, გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
პატარა კონკურსანტები დიდი სიხარულით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, მათ არასდროს დაავიწყდებათ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
კვირეულს ორგანიზება დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილმა და დაწყებითი კლასების კათედრამ გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები: