ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძამის ხეობის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
16-07-2018
ქარელის, ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, ძამის ხეობაში ექსკურსია-ლაშქრობა მოაწყვეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმაძამის ხეობის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
„ფეხით ავედით და დავათვალიერეთ ბატეთის ტბა (ბუნებრივი წყალსაცავი),რამაც ბავშვების აღფრთოვანება გამოიწვია. მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ექსკურსიიდან უზომოდ კმაყოფილნი დაბრუნდნენ, ნანახის შესახებ იმსჯელეს და დაწერეს პატარ-პატარა ესე-ები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.