უწერის სკოლის მედიათეკის ოთახი წიგნებისგან აშენებულმა ნაძვის ხემ დაამშვენა.
სკოლის მოსწავლეებმა მას წიგნიერი ნაძვის ხე დაარქვეს.
როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი აღნიშნავს, მთელი დღის განმავლობაში სათითაოდ მორბოდნენ ბავშვები მის სანახავად და სიხარულისგან თვალები უბრჭყვიალებდათ.
წიგნების ნაძვის ხე მერვეკლასელმა მოსწავლეებმა გააკეთეს.