ძიროვნის საჯარო სკოლაში ერთი კურსდამთავრებული საზიმოდ გააცილეს
16-07-2018
ტყიბულის, ძიროვნის საჯარო სკოლაში სწავლა ერთმა, მე-9 კლასის მოსწავლეემ ნინო ფორჩხიძემ დაასრულა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ბოლო ზარის“ ღონისძიებაში სკოლის 4 მოსწავლე მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მაყურებლის წინაშე საინტერესო ნომრებით წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა სკოლის კურსდამთავრებულს საუკეთსო მომავალი უსურვეს.

„წლების მანძილზე ვამაყობთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებით და ამჯერადაც იმედი გვაქვს, რომ სკოლა სათქმელს იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირე კონტიგენტიანია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი სკოლის მომავალ თაობას და აღმზრდელ პედაგოგებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203