მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ
17-07-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა და კლუბი „მეDEBATE“ ჩართული იყო პროექტში „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის“. 

პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს დებატებისა და  განათლების ინსტიტუტი ახორციელებდა. 

პროექტში ჩართული იყო საქართველოს 20-მდე სკოლა.  

სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე, კლუბის ხელმძღვანელი ლიანა ცხადაძე  და კლუბის  5  აქტიური  წევრი (ანა გოგოლაური, ბერიკა წაქაძე, ანა ცერცვაძე,  ნინი ლომინაშვილი,  გიორგი წაქაძე) სხვა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე  აქტიურ  და  წარმატებულ  სკოლებს  სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203