ახალი სამგორის საჯარო სკოლას 1967-68 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ეწვივნენ და სკოლის დამთავრების 50 წლის იუბილე აღნიშნეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მათ პატივსაცემად პატარა კონცერტი გამართეს.
სკოლის პედაგოგმა თემურ წიკლურმა კი იუბილარებს საკუთარი ლექსი მიუძღვნა.
თავად კურსდამთავრებულებმა სიყვარულით გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, მეგობრები, მასწავლებლები.
„ეს იყო მოგონებებით, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ლამაზი დღე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
კურსდამთავრებულებმა მშობლიურ სკოლას სამახსოვროდ ვაჟა-ფშაველას პორტრეტი გადასცეს.
იხილეთ ფოტოები