ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ნარკოტიკის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრეს
17-07-2018
ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას სოფლის ექიმი ლეილა სეთური ესწრებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. სკოლის აღსაზრდელებმა ნარკოტიკის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე პრეზენტაციები ჩაატარეს. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს გარემოს დაბინძურებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე.
ლეილა სეთურმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯანსაღი ცხოვრებისაკენ, რაც გულისხმობს, როგორც კვებას, ისე ფიზიკურ აქტივობებს.
ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს, ბიოლოგიის მასწავლებელმა მზევინარ წიკლაურმა და სკოლის დირექტორმა თამარ ნებიერიძემ.
„დიდი მადლობა მზევინარ წიკლაურს გაწეული დახმარებისთვის და ჩვენს მშრომელ და ნიჭიერ ბავშვებს საინტერესო ღონისძიებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.