ურბნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებები ჩატარდა
17-07-2018
ურბნისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს. 1-ელი კლასის მოსწავლეებს დამირგებელი წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. აქტივობაში მშობლებიც ჩაერთნენ და მოსწავლეებს საბავშვო ლიტერატურა წაუკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს მე-3 კლასის მოსწავლეებმაც.
მესამეკლასელებმა მათთვის საყვარელი მოთხრობებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა წაიკითხეს. ღონისძიებას პედაგოგი თამილა ელბაქიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წიგნის პოპულარიზაციისთვის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.