ახალსოფლის სკოლის XII კლასის მოწავლე მარიამ ოთარაშვილი და პედაგოგი ნათელა სისაური დაჯილდოვნენ სპეციალური სიგელებით.
სიგელები კონკურსში, "ზღაპრები და ლეგენდები ბებიას სკივრიდან", მონაწილეობისათვის გადაეცათ.
მათ ასევე, მიენიჭათ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის წოდება.
მარიამ ოთარაშვილის ნაშრომი კი გამოქვეყნდა კრებულში „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი“.
ახალსოფლის სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას.