ფონის საჯარო სკოლა დაარსდა 1924 წელს. სოფელში ცხოვრობდნენ კომპაქტურად დასახლებული ოსები.
1976 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც საბაზო სკოლა. 1976 წლიდან საშუალო სკოლად გადაკეთდა. 2008 წლამდე მას ჰქონდა რუსულ ენოვანი სკოლის სტატუსი. 2009 წლიდან კი მოქმედებს ქართულენოვანი სკოლა. სკოლაში სწავლობენ სამი ეროვნების მოსწავლეები: ქართველები, ოსები და აზერბაიჯანელები.
სამივე ეროვნების ბავშვები უზომოდ არიან შეყვარებულები თავის სამშობლო საქართველოზე. სკოლა მცირეკონტიგენტიანია.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუგზარ მუმლაძე კი 1996 წლიდან დღემდე ასწავლის სკოლაში. 2002 წლიდან კი არის ფონის სკოლის დირექტორია.
ნუგზარ მუმლაძე დაიბადა 1956 წლის 10 აგვისტოს. უმაღლესი განათლება მიიღო თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით. 1987 წლიდან - 1996 წლამდე მუშაობდა ჰერეთისკარის საბაზო სკოლაში.
‘’1996 წლიდან კი სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის სკოლაში ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებლად. 2002 წლიდან დღემდე ვარ ფონის სკოლის დირექტორი. მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.’’ - აღნიშნავს ნუგზარ მუმლაძე.
ფონის სკოლის მოსწავლე, რომელსაც მხოლოდ 2 თანაკლასელი ჰყავს, ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე'' გახდა