ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ტყებუჩავა ევროპის ჩემპიონი გახდა
18-07-2018
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე საბა ტყებუჩავამ ბულგარეთის ქალაქ ალბენაში კრივში მოსწავლეთა შორის გამართულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
სკოლის აღსაზრდელი 44,5 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ასპარეზობიდან დაბრუნებულ საბა ტყებუჩავას სკოლაში პედაგოგებმა და თანასკოლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, წარმატება მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.