ფოთის N8 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლი წლის დასრულება ღონისძიებით- „ანბანის გაცილება“ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მაყურებელს ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარუდგინეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ლარისა მელივანოვი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები სრულად